შაბათი, 2024-05-18, 11:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
    ნავიგაცია
    მთავარი » 2010 » ივლისი » 5 » Michael Jackson
    4:32 PM
    Michael Jackson

    Michael Jackson

    ბიოგრაფია

    მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი ( აგვისტო 29, 1958-ივნისი 25, 2009)- იყო ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი, ქორეოგრაფი და ფილანტროპი, ცნობილი როგორც პოპის მეფე. ის აღიარებულია ყველაზე წარმატებულ და გავლენიან ადამიანად მუსიკის ისტორიაში. მისმა უდიდესმა წვლილმა მუსიკაში, ცეკვასა და მოდაში ის 4 საუკუნოვანი მუსიკისა და ზოგადად პოპულარული კულტურის ისტორიაში, ყველაზე გლობალურ და მნიშვნელოვან ფიგურად აქცია.

     

    ჯექსონის დებიუტი, თავის ძმებთან ერთად 1964 წელს ჯგუფ The Jackson 5-ში შედგა, რომელშიც ის წამყვანი ვოკალისტი იყო. მისი სოლო კარიერა კი 1971 წლიდან იწყება.მან გამოუშვა ათი სტუდიური ალბომი. 1982 წელს გამოშვებული ალბომი Thriller-ი ყველაზე გაყიდვად ალბომად რჩება მუსიკის ისტორიაში(გაიყიდა 110 მილიონზე მეტი ეგზემპლარი, ალბომი კვლავ რეკორდული მაჩვენებლით იყიდება). 1997 წელს გამოშვებული ალბომი Blood on the Dance Floor: HIStory in the Mix- არის ყველაზე გაყიდვადი, ალბომური რემიქსების ისტორიაში, ალბომი -HIStory: Past, Present and Future, Book I, რომელიც 1995 წელს გამოუშვა არის ყველაზე გაყიდვადი ე.წ. double-album -ებს შორის(ასეთია ალბომები რომელშიც სიმღერების რაოდენობა ჩვეულებრივ სტანდარტებს აღემატება). ვიდეოთი-Triller მან შეცვალა მუსიკალური კლიპების ისტორიაც და ის უფრო შემოქმედებით დონემდე აამაღლა, ეს კლიპი პირველი იყო ვიდეოებს შორის, რომელიც სიმღერასთან ერთად მოკლე სიუჟეტს გვაცნობდა, ამით ახალი კლიპი მოკლემეტრაჟიან ფილმს წააგავდა, რომელსაც ჰქონდა დასაწყისი, კულმინაციური მოქმედებით დატვირთული შუა და ბოლო ნაწილები, რაც აქამდე არცერთ კლიპს არ გააჩნდა,ამიტომაც Thriller-ს ხშირად აღიარებენ ყველა დროის საუკეთესო ვიდეოდ, რომელმაც დასაბამი მისცა დღევანდელ კლიპებს. ჯექსონი არის პირველი აფრო-ამერიკელი მომღერალი, რომლის ვიდეოც აჩვენეს MtV-ზე, ასევე პირველი აფრო -ამერიკელი,რომელმაც მიაღწია MTV-ის ჩარტებში crossover-ს, ანუ მან მოახერხა გამხდარიყო ლიდერი არა მარტო პოპ არამედ, სოულ და როკ ჩარტებშიც. მისმა ახალმა მუსიკალურმა , ქორეოგრაფიულმა სტილმა გადალახა ყველანაირი რასობრივი თუ კულტურული საზღვრები და წინააღმდეგობები. ის არის ერთ-ერთი იმ მცირეთაგან რომელიც ორჯერ მიიწვიეს საღომოს გასამართავად Rock and Roll Hall of Fame-ში,სადაც ჩვეულებისამებრ ძირითადად მხოლოდ როკ მომღერლებს იწვევენ. მაიკლი 13-ჯერ შევიდა გინესის რეკორდების წიგნში(მეტჯერ ვიდრე სხვა ნებისმიერი მომღერალი ან ჯგუფი, ის აღიარეს ყველა დროის ყველაზე წარმატებულ მომღერალად),აღებული აქვს 15 გრემი(მათ შორის 8 გრემი ერთ საღამოს აიღო, ასევე გრემებს შორის ერთ-ერთი გადაეცა როგორც ცოცხალ ლეგენდას და ასევე ხელოვანს რომელსაც ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული მუსიკის ისტორიაში) მისი გლობალური გაყიდვები 780 მილიონს აღემატება, თუ არ ჩავთვლით jackson5 -ის გაყიდვებს, ამით ის ყველა დროის ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად იქცა.
    ბავშვობა : მაიკლი იყო მერვე ათი ბავშვიდან ჯექსონების ოჯახში. მისი დედა იყო კატერინ ჯექსონი, ხოლო მამა ჯოზეფ ჯექსონი, რომელიც ერთ დროს R&B ჯგუფის წევრი იყო სახელწოდებით The Falcons. მაიკლს ჰყავდა სამი და - Rebbie, La Toya, Janet და 6 ძმა-Jackie, Tito, Jermaine, Marlon, Brandon(მარლონის ტყუპისცალი,რომელიც დაბადებისთანავე გარდაიცვალა) და Randy.
    მაიკლს რთული ურთიერთობა ჰქონდა მამასთან,რომელიც მას ხშირად სცემდა:”ჯოზეფი მე ხშირად მცემდა, ისე სასტიკად რომ დედაჩემი აცრემელებული ემუდარებოდა, ნუღარ ურტყავ მეტს მოკლავო, მეც ვემუდარებოდი, ნუ მცემ მამიკოთქო, მაგრამ ის მპასუხობდა:”მე შენთვის მამა არ ვარ ,მე შენთვის ჯოზეფი ვარო." ჯო ჯექსონი მაიკლს ფიზიკურადაც და ემოციურადაც თრგუნავდა, თუმცა მაიკლი აღიარებდა რომ სწორედ ასეთი მკაცრი დისციპლინის შედეგი იყო ყოველი მისი წარმატება. მაიკლი საკუთარ ბავშვობაზე პირველად Oprah Winfrey-სთან ინტერვიუში ალაპარაკდა, თქვა რომ ჯოზეფის გამო ხშირად სიბნელეშიც კი იბანდა სახეს, რადგან მამამისი ხშირად დასცინოდა მოზარდს,რომელის გარეგნული მხარე დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ყალიბდებოდა.იგი მას მახინჯს ეძახდა, მაიკლი ხშირად ტიროდა ამ ყველაფრის გამო.
    მაიკლი საკუთარ ნიჭს ღრმა ბავშვობიდან ავლენდა, მღეროდა სადღესასწაულოდ ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში. სულ მალე, მაშინ როცა ის ჯერ კიდევ 6 წლის იყო, მან დაიწყო გამოსვლები თავის ძმებთან ერთად, ისინი მღეროდნენ ცნობილ ჰიტებს. თავდაპირველად ისინი მხოლოდ შავკანიანებისთვის განკუთვნილ კლუბებში მღეროდნენ, სახელწოდებით "chitlin' circuit", მალე კი 1966 წელს მათ ტალანტების კონკურსშიც გაიმარჯვეს, სადაც James brown-ის ცნობილი ჰიტი I feel good შეასრულეს. 1968 წელს მათ კონტრაქტი გააფორმეს Motown records-თან. ჟურნალი Rolling Stone-ი პატარა მაიკლს ამგვარად ახასიათებდა: „მაიკლი არის საოცრება, სასწაული, ფენომენალური მუსიკალური ნიჭით დაჯიდოვენული." Jackson5-მა პიკს მიღწია ჩარტებში თავისი სიმღერებით "I Want You Back", "ABC", "The Love You Save", I'll Be There", ‘Got to Be There" „Ben". Jackson5-ის წყალობით, jackson-ების ოჯახი ყველაზე ფენომენალურ, ნიჭიერ და წარმატებულ ოჯახად აღიარეს შოუბიზნესში. Jackson5-მა დატოვა Motown records-ი 1975 წელს.

     

    ალბომები, სიმღერები და მიღწევები: Motown records-დან წამოსვლის შემდეგ Jackson5-მა გააფორმა ახალი კონტრაქტი CBS Records-თან 1975 წელს, ხოლო მოგვიანებით Epic Records-თან, ჯგუფის სახელიც ოდნავ შეცვალეს, ახლა მათ მხოლო the Jacksons-ს უწოდებდნენ. მათ ჰქონდათ მსოფლიო ტურები და ასევე გამოუშვეს 6 ალბომი 1976-1984 წლებში. ამ პერიოდის ყველაზე დასამახსოვრებელ ჰიტებად დარჩა სიმღერები,რომლებიც მაიკლმა თავად შქმნა : "Shake Your Body (Down to the Ground)", "This Place Hotel," და "Can You Feel It". 1978 წელს მაიკლმა მონაწილეობა მიიღო მიუზიკლში The Wiz,დაიანა როსსთან ერთად, ფილმის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო Quincy Jones ,რომელიც მოგვიანებით 1979 წელს მაიკლის ალბომის- off the wall-ის პროდიუსირებას დათანხმდა. ალბომზე მუშაობისას ჯექსონთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ Rod Temperton, Stevie Wonder და Paul McCartney. ეს ალბომი განსაკუთრებული იყო თავისი მრავალფეროვნებით, ამ პერიოდში ჯექსონი ძირითადად soul,blues,R&B, funk, new jack swing & disco სტილში მღეროდა, ალბომს დღემდე კლასიკად თვლიან ჯექსონის შემოქმედებაში და ამბობენ რომ სწორედ მუსიკის ეს მიმდინარეობები დაედო საფუძვლად მის კარიერას. ალბომის off the wall -დახმარებით მაიკლმა მიიღი პრიზები, როგორც საუკეთესო შავკანიანმა შემსრულებელმა,საუკეთესო R&B შემსრულებელმა,საუკეთესო R&B ვოკალურმა შესრულებამ ,საუკეთესო Soul შემსრულებელმა და ასევე მიიღო პირიზი,საუკეთესო Soul/R&B ალბომისთვის. 1982 წელს ცოტა ხნით ადრე სანამ მაიკლის მორიგი ალბომი Triller გამოვიდოდა MCA Records-მა გამოუშვა საბავშვო წიგნი სახელწოდებით "E.T.: The Extra-Terrestrial"დისკის სახით, რომელსაც ჩანაწერზე მაიკლი კითხულობდა, ასევე ჩანაწერი სრულდებოდა შესანიშნავი სიმღერით „someone in the dark”, ჯექსონმა რომელიც კითხულობდა ამ საოცარ სათავგადასავლო წიგნს ბავშვებისთვის მიიღო, საუკეთესო საბავშვო ალბომისთვის პრიზი.მოგვიანებით წიგნის მიხედვით Steven Spielberg-მა შექმნა ფილმი, რომელსაც საუნდრეკად სწორედ მაიკლის სიმღერა „someone in the dark” დაურთო. მოგვიანებით ამავე წელს მაიკლმა გამოუშვა ალბომი Thriller ,რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა, ამ ალბომისთვის ჯექსონმა ერთ საღამოში 8 გრემი მიიღო, ალბომი თავდაპირველად ყველაზე გაყიდვადი იყო მხოლოდ აშშ-ს მასშტაბით, თუმცა სულ მალე ის გახდა ყველაზე გაყიდვადი მსოფლიო მასშტაბითაც. ალბომს კი მიანიჭეს ალმასის სტატუსი ‘‘Double Diamond’’. დოკუმენტური ფილმი, თუ როგორ მზადდებოდა ალბომი Thriller 350 000 ეგზემპლარად გაიყიდა რამოდენიმე თვეში. ჟურნალი Time- მაიკლს ასე ახასიათებდა : ადამიანი რომელმაც იხსნა მუსიკალური ბიზნესი, სიმღერების ავტორი,რომელიც წერს ჰიტებს ათწლეულებისთვის, მოცეკვავე,რომელსაც აქვს ყველაზე „წარმოსახვითი" ფეხები (რაც მისი საყოველთაოდ ცნობილი ილეთის moonwalk-ის გამო ითქვა, ამ მოძრაობას მაიკლი ისე ასრულებდა რომ ყველაფერი წამოსახვითი იყო, როგორც ცნობილი ქორეოგრაფები ამბობდნენ, ბევრი ცდილობს ამ ილეთის გაკეთებას, თუმცა მასსავით ვერავინ აკეთებს, რადგან მაიკლის მთავარი საიდუმლო მდგომარეობდა შემდეგში-მაყურებელს ,რომელიც ამ ილეთის შესრულებისას მისი ტანის ზედა ნაწილს უყურებდა, ექმნებოდა შთაბეჭდილება თითქოს წინ მიდიოდა,თუმცა მოგვიანებით უყურებდა მის ფეხებს და ხედავდა როგორ მიცურავდა უკან და არა წინ) ჟურნალი Time- ასევე მას უწოდებს მომღერალს,რომელმაც დააღვია ყველა საზღვარი და თავი შეაყვარა ყველა ადამიანს, განურჩევლად მუსიკალური გემოვნებისა,სტილისა და რასისა. 1983 წლის 25 მარტს, მაიკლმა პირველად შეასრულა Billie jean Motown -ში ფართო მასების წინაშე, საყოველთაოდ ცნობილი moonwalk-ით,რომელმაც პუბლიკის და კრიტიკოსების აღფრთოვანება გამოიწვია, ასევე მაყურებელი განცვიფრებული იყო მისი ბზინვარე სამოსითა და ხელთათმანით რომელის გარეშეც შემდეგში მაიკლი აღარავის წარმოედგინა. The New York Times-ის წარმომადგენელმა Anna Kisselgoff-მა განაცხადა: ის ტექნიკურად საოცრად გამართულად აკეთებს moonwalk-ს, საოცარი ილუზიონისტია, როგორ აკეთებს ამას?" ალბომი Thriller ძირითადად pop/ R&B/ ROCK სტილს მოიცავს. ალბომის აგრეთვე ერთერთი ყველაზე წარმატებული სიმღერა იყო Beat it, როკ სიმღერა,რომლის შესახებაც მაიკლი ამბობდა :"მე მინდოდა დამეწერა სიმღერა,რომელსაც ნებისმიერი როკ მუსიკის მსმენელი იყიდდა დიდი სიამოვნებით, თუ კი მას როკ მუსიკის მოსმენა მოუნდებოდა." სიმღერა ნამდვილ მოვლენად იქცა, ასევე კლიპიც რადგანაც ეს იყო ერთერთი უიშვიათესი შემთხვევა იმ დროინდელ მუსიკალურ სამყაროში, როცა როკ სიმღერას თან ერთვოდა საოცარი ცეკვა, რასაც როკ სიმღერის შესრულებისას ძირითადად არ იყენებდნენ მომღერლები.
    1986 წელს გამოვიდა Francis Ford Coppola-ს ფილმი Captain EO , რომელშიც მთავარ როლს მაიკლი ასრულებდა.ეს იყო ყველაზე ძვირადღირებული მოკლე მეტრაჟიანი ფილმი.1987 წელს გამოვიდა მაიკლის მორიგი ალბომი ‘‘Bad’’, რომელმაც ასევე დიდი აღარება მოიპოვა. ალბომიდა 5 სიმღერა "I Just Can't Stop Loving You", "Bad", "The Way You Make Me Feel", "Man in the Mirror" და "Dirty Diana" პირველ პოზიციებზე აღმოჩნდნენ Billboard Hot 100 chart-ში, მეტჯერ ვიდერე ნებისმიერი სხვა მომღერლის სიმღერები ერთი და იმავე ალბომიდან. Bad World Tour მაიკლმა დაიწყო 1987 წლის 12 სექტემბერს და დაასრულა მხოლოდ 1989 წლის 27 იანვარს, კონცერტები გაიმართა: აშშ-ში, იაპონიაში, ავსტრალიასა და ევროპაში. სულ ჩაატარა 123 კონცერტი, მაყურებლის რაოდენობა კი გახდა რეკორდული 4,4 მილიონი, რის გამოც ის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა - როგორც ყველაზე ფართო აუდიტორიანი ტური. ელიზაბეტ ტეილორმა sammy davis jr-ის პრიზის გადაცემისას მაიკლს უწოდა „ პოპის,როკის და სოულის მეფე" - "the true king of pop, rock and soul."
    1991 წელს მან გააფორმა კონტრაქტი სონისთან 100 მილიონ დოლარად,რამაც ის ყველაზე ძვირადღირებულ შემსრულებლად აქცია. ამავე წელს მან გამოუშვა ალბომი Dangerous, რომელიც აღიარებულია ყველაზე წარმატებულ ალბომად new jack swing-ის მუსიკალურ მიმდინარეობაში. ალბომის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰიტად იქცა სიმღერა "Heal the World", რომელიც 450 000 კოპიად გაიყიდა დიდ ბრიტანეთში. სიმღერა black or white მოხვდა Billboard Hot 100-ის სამეულში, ხოლო სიმღერა remember the time- 6 კვირის განმავლობაში აშშ-ს ჩარტების ჰიტად რჩებოდა,რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. 1993 წელს მაიკლი გამოვიდა Super Bowl XXVII-ზე, სადაც მან ისევ რეკორდი მოხსნა, მაყურებლის რაოდენობა ნახევარსაათიანი შოუს მიმდინარეობის დროს შეუჩერებლივ იზრდებოდა და მას მთლიანობაში 135 მილიონი ამერიკელი უყურებდა. Grammy-ს 35 ცერემონიალის დაჯილდოვებაზე მას გადასცეს გრემი,როგორც ცოცხალ ლეგენდას, მან ასევე მიიღო პრიზი სიმღერა black or white-ისთვის,რომელიც საუკეთესო ვოკალურ შესრულებად აღიარეს, ასევე გადაეცა პრიზი სიმღერისთვის Jam,რომელმაც გამარჯვება მოიპოვა საუკეთესო R&B ვოკალური შესრულებისათვის და ასევე როგორც საუკეთესო R&B სიმღერამ.
    1995 წელს მაიკლმა გამოუშვა მორიგი ალბომი HIStory, თავდაპირველად ალბომი მოიცავდა მაიკლის მიერ აქამდე უკვე გამოშვებულ მასალას, თუმცა მალევე მან გამოუშვა დისკის მეორე ნაწილი,რომელშიც 14 ახალი სიმღერა შედიოდა. ალბომი გახდა ყველაზე გაყიდვადი ორ ნაწილიან დისკებს შორის და მიიღო პრიზი,როგორც წლის ყველაზე წარმატებულმა ალბომმა. სიმღერა Scream მაიკლმა დასთან,ჯანეტთან ერთად ჩაწერა. იდეურად ეს სიმღერა იყო მათი დაპირისპირება მედიასთან. სიმღერის კლიპი ყველაზე ძვიადღირებულია ვიდეოების ისტორიაში( $ 7 000 000 ).მაიკლმა და ჯანეტმა მიიღეს პრიზი,როგორც ვოკალურად ყველაზე კარგმა დუეტმა. "You Are Not Alone"-ეს სიმღერა დისკის მეორე ნაწილში გამოვიდა და მან მიიღო ჯილდო საუკეთესო ვოკალური შესრულებისთვის. "Earth Song"- სიმღერამ 6 კვირის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა ჩარტებში და ყველაზე წარმატებული სიმღერა გახდა დიდ ბრიტანეთში. 1997 წელს კი გამოვიდა Blood on the Dance Floor: HIStory in the Mix-ი ხუთი ახალი სიმღერით და ყველაზე წარმატებული რემიქსული ალბომი გახდა ისტორიაში.
    2001 წელს გამოვიდა ალბომი Invincible,რომელიც უკანასკნელია მათ შორის რაც კი ჯექსონმა თავის სიცოცხლეში გამოუშვა. ამ პერიოდში,მას გაურთულდა ურთიერთობა Sony Music Entertainment-თან და მის უფროს Tommy Mottola-სთან, მიზეზად მაიკლი ასახელებდა იმას,რომ სონი კვლავაც მაიკლის უკვე არსებულ ჰიტებს უშვებდა დისკების სახით და არ აფინანსებდა მის ახალ პროდუქციას. როცა თავისი უკანასკნელი ალბომი მზადდებოდა მაიკლმა განაცხადა რომ ტოვებდა სონის. Sony Music Entertainment-მა ამის მიუხედავად დაასრულა ალბომზე მუშაობა,მაგრამ აღარ დააფინანსა ჯექსონისთვის კლიპები,რომელსაც ალბომითვის რეკლამა უნდა გაეკეთებინა. ოფიციალური ვიდეოს სახით გამოვიდა მხოლოდ სიმღერა "You Rock My World" და "Cry". ჯექსონმა განაცხადა რომ Tommy Mottola იყო რასისტი,რომ ის არ უწყობდა ხელს მათ ვინც აფრო-ამერიკელი იყო და მხოლოდ პირად მოგებაზე ფიქრობდა.იმის გამო რომ სონისთან კონტრაქტი დროზე ადრე შეწყდა მაიკლმა ვერ გამართა საკონცერტო ტურები,რამაც უკანასკნელი ალბომი,მის წინა ნამუშევრებთან შედარებით ნაკლებად კომერციული გახადა.

     მუსიკალური სტილი, ქორეოგრაფია და მოდა: სხვა მომღერლებისგან განსხვავებით ჯექსონი სიმღერებს არ წერდა ინსტრუმენტთან ყოფნის დროს, როგორც თვითონ განაცხადა, მას ყოველთვის თან ჰქონდა დიქტოფონი და ყოველი ახალი იდეის დროს სიმღერას პირდაპირ დიქტოფონზე იწერდა, მელოდიას beat-box-ის მეშვეობით ქმნიდა,რაც მას აძლევდა საშუალებას სხვადასხვა ინსტრუმენტის იმიტირება მოეხდინა.მისი თქმით ბით-ბოქსის მეშვეობით ის წარმოიდგენდა როგორი იქნებოდა მის მიერ დაწერილი სიმღერა სხვადასხვა ინსტრუმენტის თანხლებით, რაც ფორტეპიანოსთან სიმღერის შექმნის დროს შუძლებელია.შესაბამისად ჯექსონი სიმღერის წერის პროცესში ბით-ბოქსის მეშვეობით თავად აძლევდა დანიშნულებას სხვადასხვა ინსტრუმენტს, ქმნიდა არა მარტო მელოდიას, არამედ back-ground ხმებსაც და სიმღერის ჩაწერის დროს,თითოეულ მუსიკოსს თავად აძლევდა მითითებებს,თუ რომელ ინსტრუმენტს რა უნდა გაეკეთებინა. მრავალმა კრიტიკოსმა აღნიშნა,რომ ჯექსონის განსაკუთრებულ ხმას, შეეძლო შეეცვალა ნებისმიერი ინსტრუმენტი,მოეხდინა ნებისმიერი ინსტრუმენტის იმიტაცია. Steve Huey-იმ, Allmusic-ის წარმომადგენელმა განაცხადა,რომ მისი მრაველფეროვნება ჯექსონს აძლევდა საშუალებას სხვადასხვა სტილსა და ჟანრში გამოეცადა თავი. მაიკლს მისი ვოკალური მონაცემები,სხვა მომღერლებისგან განსხვავებით საშუალებას აძლევდა რომ აბსოლიტურად ყველა სტილსა თუ ჟანრს შეხებოდა, მისი მუსიკა არ იყო ერთფეროვანი,ამიტომაც სხვადასხვა გემოვნების მსმენელებს იზიდავდა. როგორც კრიტიკოსები ამბობენ ალბომში Thriller მაიკლმა სიმღერები უფრო აგრესიული და ენერგიული, ხოლო ბალადები უფრო ნაზი და დახვეწილი გახადა. ალბომი ძირითადად funk/disco/rock/soul /pop სტილს მოიცავდა. ალბომში შედიოდა სიმღერა Beat it,რომელიც პირველი hard rock სიმღერა იყო მის კარიერაში. ალბომის ერთ-ერთი ჰიტი რა თქმა უნდა billie-jean იყო,რომლიც შესახებაც თავად მაიკლი ამბობდა,რომ თავიდანვე იცოდა მას პუბლიკა აიტაცებდა. მაიკლის სახელს ძირითადად პოპ მუსიკას უკავშირებდნენ,თუმცა ის ერთ-ერთი იყო იმ უიშვიათეს მომღერალთაგან,რომელიც თითქმის ყველა სტილს მღეროდა და რაც მთავარია,ყოველ მათგანს თანაბრად კარგად ასრულებდა. ის მღეროდა SOUL/R&B/DISCO/FUNK/NEW JACK SWING/POP/ ROCK/HARD ROCK/GOSPEL -სტილში, მის სიმღერებში არის ასევე Blues, hip-hop,Techno & House music-ების გავლენაც.განსაკუთრებით აღსანიშნავია მის შემოქმედებაში სიმღერა WE are the world. არსებობს მრავალი ჭორი იმის შესახებ,თითქოსWE are the world მხოლოდ Lionel Richie-იმ დაწერა,სინამდვილეში თავად Lionel Richie-იმვე განაცხადა,რომ ეს სიმღერა მან და მაიკლმა ერთობლივად შექმნეს. ასევე აღსანიშნავია როკ და ჰარდ როკ სიმღერები: Dirty Diana, Give into me , Morphine - რომელბმაც განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი მაიკლის ფართო ვოკალურ შესაძლებლობებს. მაიკლის ერთ-ერთ ყველაზე წამატებულ სიმღერას black or white -საც ზოგი კრიტიკოსი როკ ჟანრში მოიაზრებს. ჯექსონი ასევე დიდ ყურადღებას აქცევდა ბალადებსაც, მის სიმღერებში მოიპოვება როგორც სასიყვარულო ბალადები,ისეთი როგორიცაა:She’s out of my life,I just can’t stop loving you,Speechless,Butterflies , ასევე ბალადებსაც,რომლებიც გლობალურ,კაცობრიობისა და ცალკეულ ინდივიდთა პრობლემებს შეეხება, მსგავსი სიმღერებია : Man in the mirror, Cry, The Lost children, Heal the world, Earth song & ect. ბალადებს ჯექსონი ხშირად საოპერო გუნდების თანხლებით , არა მარტო სიმღერის ჩაწერის, არამედ კონცერტების, ცოცხალი შესრულების დროსაც ასრულებდა. სიმღერა Earth song-მა,რომელიც მაიკლმა თავად შექმნა, ყველა მსმენელი თუ კრიტიკოსი გააოგნა ვოკალური სირთულით, თემატურობით და მელოდიურობით. ჯექსონი ასევე გამოირჩეოდა საკმაოდ პროვოკაციული სიმღერებით, ისეთით როგორიცაა: Dangerous, In the closet & etc.მსგავსი სიმღერები ხაზს უსვამდნენ მის სექსუალურობას. მაიკლის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო მას შემდეგ, რაც მას უამრავ ბრალებდება წამოუყენა მასმედიამ .ყოველივე ამასთან გაამკლავებლად მან შექმნა სიმღერები : They don’t care about us, Why you wanna trip on me, D.S. Unbreakable, Xscape & ect.
    რაც შეეხება მაიკლის ვოკალს,ყველა კრიტიკოს ერთხმად აღიარებს რომ მას ჰქონდა საოცარი ვოკალური მონაცემები. ის აღწვდა იმდენად მაღალ ნოტებს,რომ გაავრცელეს კიდეც ჭორი თითქოს ის ამისთვის ქალის ჰორმონებს იღებდა, რაც რა თქმა უნდა მედიის მორიგი სიცრუე იყო. ამის შესახებ მაიკლის ვოკალის პედაგოგმა Seth Riggs-მა განაცხადა: მაიკლი არის ტენორი (high tenor), მას ბუნებრივად შეეძლო აეღო 3 ოქტავა და 6 ნოტი(3,6), რაც ჩვეულებრივი ხმისთვის უკვე იშვიათობაა,თუმცა არა ტენორისთვის, ხანგრძლივი ვოკალური მუშაობის შემდეგ მისი ვოკალი 4 ოქტავას აჭარბებდა, ჩვენ ისევ ვმუშაობდით და მან შეძლო 4 ოქტავისთვის კიდევ დაემატებინა უფრო დაბალი ბგერებიც,თანაც ისე რომ არ დაკარგა მაღალი ბგერები. საბოლოო ჯამში ის იღებდა 4 ოქტავაზე მეტს,თითქმის 5-ს. მაიკლი მღეროდა შემდეგი ვოკალით: Countertenor, Tenor, Baritone(რომლის მაგალითიცაა სიმღერა მისი ბოლო ალბომიდან: 2000watts,რომელშიც ის საოცრად დაბალ ნოტებს იღებს).
    Frank Sinatra-მ თავიის დროზე,მაიკლთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა , რომ მაიკლი იყო ერთადრეთი მომღერალი რომელიც მას ჯობდა:" The only male singer who I’ve seen besides myself and who’s better than me - that is Michael Jackson.” - Frank Sinatra.
    Nelson George-მა ამერიკელმა კრიტიკოსმა მაიკლის ვოკალი ამგვარად შეაფასა: „გრაცია,აგრესია,გრგვინვა, ბუნებრიობა,ბავშვურობა, სინაზე-ეს ყოველივე მას საუკეთესო ვოკალისტად წარმოგვიდგენს." მისი ვოკალისა და საოცარი ცეკვის წყალობით,მაიკლს შეეძლო ყურადღება გაემახვილებინა მხოლოდ ვოკალურ, ან მხოლოდ წარმოდგენით,ქორეოგრაფიულ მხარეზე ან ორივეზე ერთად. მის შემოქმედებაში და სასცენო გამოსვლებში მრავალია ისეთი შემთხვევა,როდესაც ის მხოლოდ ცოცხალ შესრულებასა და საოცარი სირთულის სიმღერების ვოკალურ შესრულებაზე ამახვილებს ყურადღებას, მეორეს მხრივ კი გვაქვს მაგალითები,როცა ის მხოლოდ სანახაობით შოუებს აკეთებდა(მაგალითად სიმღერა Dangerouse -ის შესრულებისას,როცა მან პუბლიკას ამჯერად არა ვოკალური არამედ წარმოდგენითი სანახაობა შესთავაზა.) სასცენო მოძრაობებს მაიკლი ხშირად ამრავალფეროვნებდა, თუმცა უმთავრესი მოძრაობები რომლითაც პუბლიკა მას ერთმნიშვნელოვნად ცნობს არის: robot dance,moonwalk, glide, crotch gubbin’, antigravity lean & etc. გარდა იმისა,რომ მაიკლი აღიარეს ყველა დროს ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტად, მას მე-20 საუკუნის საუკეთესო მოცეკვავის ტიტულიც მიანიჭეს.
    Phillip Bloch-მა, ცნობილმა და საქვეყნოდ აღიარებულმა დიზაინერმა(რომელიც სხვადასხვა ბრენდებისთვის მუშაობს),სტილისტმა,კრიტიკოსმა და მწერალმა განაცხადა : „მოდა არ ახდენა გავლენას ჯექსონზე, ჯექსონმა მოახდინა გავლენა მასზე" - "Michael Jackson was not influenced by fashion, fashion was influenced by him." ყველა ის სამოსი რასაც მაიკლი იცვამდა საკონცერტო ტურების, დროს მილიონებად ფასდება, მისი სტილი დღემდე აქტუალურია, მაყურებელს ჯექსონი ხიბლავდა: ტყავის ქურთუკებით, ბზინვარე სამოსითა და ხელთათმანით, ქუდით(რომელსაცის billie jean-ის შესრულებისას იყენებდა), ასევე ხშირად მაიკლი ფოტოსესიებსა და წვეულებებზე, დაჯილდოვებებზე ლორდის სამოსში გამოწყობილი ევლინებოდა მაყურებელს და აოცებდა მას თავისი ინდივიდუალურობით.
    ჯექსონის მუსიკამ შთააგონა უამრავი მომღერალი, მან შეცვალა მუსიკა. მისი სიმღერები ჟანრობრივ ბარიერებს არღვევდნენ, მას პატივს სცემს ყველა მუსიკალური მიმდინარეობის მომღერალი, რასაც ადასტურებს ისიც,რომ მას გარდაცვალების შემდეგ პატივი მიაგეს, არა მარტო pop\soul\R&B მომღერლებმა,მაგალითად Maddona,Stieve wonder, Lionel Richie,john mayer, beyonce,Celine Dion, Jennifer Hudson, Ne-yo,Jimmie fox,Pink & ect. არამედ როკ ჯგუფებმაც ისეთებმა როგორებიც არიან: Coldplay, U2,Slipknot, Fall Out Boy -მაიკლის გარდაცვალების შემდეგ მათ შეასრულეს სიმღერები მისი რეპერტუარიდან.
    ჯექსონს მიღებული აქვს ყველაზე მეტი ჯილდო მუსიკალურ ინდუსტრიაში.

     პირადი ცხოვრება: მაიკლის პირველი ქორწინება შედგა 1994 წლის მაისში, ცოლად მოიყვანა როკ ნ’როლის მეფის Elvis presley-ს ქალიშვილი Lisa marie presley. მაიკლმა ლიზა პირველად 1975 წელს ნახა, როდესაც ის მის კონცერტს ესწრებოდა. Diane sawyer-თან ინტერვიუში მაიკლმა განაცხადა,რომ როცა ლიზა პირველად დაინახა, მაშინვე მოეწონა და თავის ადვოკატს სთხოვა გაეგო ყველაფერი მის შესახებ. მაიკლი ინტერვიუში ამბობდა : „როცა ლიზას საქორწლო სურათი ვნახე ჟურნალის გარეკანზე,სადაც ის ძალიან ლამაზი იყო, გული დამწყდა რადგან ვიცოდი რომ ის კაცი(მისი მეუღლე) მე უნდა ვყოფილიყავი, ჩემი სამყარო ნაფლეთებად იქცა." 4 თვით ადრე სანამ ლიზა თავის პირველ მეუღლეს ოფიციალურად გაეყრებოდა, მაიკლი და ის უკვე ხვდებოდნენ ერთმანეთს და განქორწინებიდან ზუსტად 20 დღეში ლიზა ცოლად გაჰყვა ჯექსონს. მათ ფარულად მოაწერეს ხელი დომინიკის რესპუბლიკაში და ორი თვის განმავლობაში მალავდნენ ამ ფაქტს. როგორც ლიზამ აღნიშნა, იმ პრიოდში როცა მაიკლს უამრავ ბრალდებას უყენებდნენ,ის მის გვერდით იყო:"მე მჯეროდა რომ მას ცუდი არაფერი ჩაუდენია,რომ უდანაშაულო იყო, დიახ, მე ის ნელ-ნელა მიყვარდებოდა და მსურდა მისი გადარჩენა, მე ვგრძნობდი რომ ეს შემეძლო". როგორც ლიზა ამბობს მაიკლმა მას ცოლობა ტელეფონით სთხოვა. ლიზა აგრეთვე აცხადებდა რომ მათი ცოლ-ქმრობა იყო ნამდვილი ყველა გაგებით, მათ უყვარდათ ერთმანეთი,ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობაც. 1996 წელს ისინი განქორწინდნენ,თუმცა რამოდენიმე წლის განმავლობაში კვლავ ხვდებოდნენ ერთმანეთს.სხვადასხვა ჟურნალები ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ თითქოს ლიზა ამბობდა,რომ მაიკლი არ იყო სექსუალურად მიმზიდველი მამაკაცი და რომ სინამდვილეში მათ ერთმანეთი არ უყვარდათ, განქორწინების შემდეგ ლიზამ მრავალჯერ გააკეთა განცხადება: ‘‘მე მართლაც მიყვარდა ის და ვიცი ,რომ მას ვუყვარდი იმდენად რამდენადაც კი შეეძლო ვინმე ჰყვარებოდა. მე მინდოდა მისი გადარჩენა და ვცდილობდი ამას, მინდოდა გადამერჩინა ის საზოგადოებისგან,ზეწოლისგან,თუმცა ვხვდებოდი რომ ამას ვერ ვახერხებდი, მისი დახმარების ცდაში კი მე საკუთარ თავს ვკარგავდი, ემოციურადაც და შინაგანადაც განადგურებული ვიყავი,მე კი შვილები მყავდა აღსაზრდელი,ამიტომაც გადავწყვიტე რომ გავშორებოდი მას და მარტოობაში გამეგრძელებინა მისი სიყვარული." როგორც ლიზა ამბობს,სწორედ მისი და მაიკლის მდგომარეობის, ასევე მედიის ზეწოლის გამო გადაიფიქრა მან შვილების გაჩენა და არა იმიტომ რომ მას ეს არ სურდა. მოგვიანებით გამოვიდა მაიკლის ბიგრაფიული წიგნი სახელწოდებით „THE MICHAEL JACKSON TAPES",სადაც ჯექსონი ამბობს რომ განქორწინების შემდეგ ლიზა ცდილობდა მასთან დაბრუნებას და ჰპირდებოდა რომ გაუჩენდა უამრავ შვილს,ოღონდ კი უკან დაებრუნებინა, მაგრამ ამ პერიოდისთვის მაიკლი უკვე მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა. როგორც მაიკლის მეგობრები ამბობდნენ, მაიკლს ბოლომდე სჯეროდა რომ საბოლოოდ ის და ლიზა ერთად იქნებოდნენ,უბრალოდ ამისთვის დრო იყო საჭირო, თუმცა იმედი გაუცრუვდა რადგან მაიკლის ლოდინში ლიზა მესამედ გათხოვდა, მსახიობ NICOLAS CAGE-ზე.
    1996 წლის 14 ნოემბერს მაიკლი დაქორწინდა თავის დერმატოლოგისტ Deborah Jeanne Rowe-ზე,რომელიც მისი ორი შვილის Prince Michael Joseph Jr & Paris-Michael Katherine -ს დედა გახდა. თავიდანვე ცნობილი იყო,რომ მაიკლს ძლიერ უნდოდა მამობა, ამას მან მისი და ლიზას კავშირიც კი შეწირა, სწორედ ამიტომ შეირთო ცოლად დები როუ. ერთ-ერთ ინტერვიუში Debbie Row აცხადებს: "მაიკლი ძალიან იყო დამწუხრებული იმის გამო,რომ მას და ლიზას შვილები არ ჰყავდათ და მაშინ მე მას ვუთხარი: მომეცი უფლება მე გავაკეთო ეს შენთვის,გაგიჩინო შვილი. მაიკლმა გაოცებული თვალებით შემომხედა. თქვენ არ იცით როგორ მივლიდა ის როცა ორსულად ვიყავი, მე მჯერა რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც უნდა იყვნენ მშობლები და მაიკლი სწროედ ერთ-ერთი მათგანია, ის საოცარი მამაა. როცა მეუბნებიან,რომ მე მივატოვე შვილები მე ვამბობ: მე ისინი არ მიმიტოვებია,ისინი მამამისთან არიან, მე მინდოდა მყოლოდა ისინი მაიკლისთვის,მის გამო ვიყოლიე ისინი,რადგან მინდოდა რომ ის მამა ყოფილიყო." ცნობილია რომ მაიკლი და დები როუ ერთმანეთს პირველად 1980 წელს შეხვდნენ,დაახლოებით მაშინ,როცა მას ვიტილიგოს დამწყები სტადია უვითარდებოდა. დები როუ ზრუნავდა მის კანზე,როგორც მისი დერმატოლოგი და მალევე დაუმეგობრდა მას. 1999 წელს ისინი ერთმანეთს გაეყარნენ,თუმცა დარჩნენ მეგობრებად, როუმ შვილების აღზრდა ყველა კანონის დაცვით მაიკლს მიანდო.
    ჯექსონის მესამე შვილი Prince Michael Jackson II("Blanket")დაიბადა 2002 წელს,სუროგატი დედისგან. მაშინ როდესაც Martin bashir-მა ინტერვიუში ჰკითხა მაიკლს,თუ რატომ არ მოისურვა მან ჰყოლოდა შვილი შავკანიანი ქალისგან, მაიკლმა უპასუხა: „მე მინდოდა შემერჩია დედა, რომელიც იქნებოდა ჯანმრთელი და მაღალი ინტელექტის დონით,არ ჰქონდა მნიშვნელობა თეთრკანიანი იქნებოდა, შავკანიანი თუ სხვა, თუმცა ბლანკეტის დედა არ არის თეთრკანიანი". Martin bashir-ი გააოცა ამ ნათქვამმა,რადგან ბლანკეტის კანის ფერი არც თუ ისე მუქია, თუმცა მაიკლმა უპასუხა:" შავკანიანებს ფერადკანიანებს ეძახიან,რადგან მათი ფერი ღია კანისფერიდან მუქ შავამდე შესაძლოა შეიცვალოს თაობების განმავლობაში, ამიტომაც არ არის გასაოცარი,რომ ბლანკეტის კანის ფერი არც თუ ისე მუქია."(ეს ნათქვამი ნამდვილად შეესაბამება სინამდვილეს თუ გავითვალისწინებთ,რომ მაიკლს ასევე ჭირდა დაავადება ვიტილიგო,დაერღვა პიგმენტაცია,ასეთ პირობებში მითუმეტეს არაა გასაკვირი,რომ მის შვილებს არც თუ ისე მუქი ფერის კანი აქვთ,მაგრამ ამასთანავე არც თუ ისე ღიაც).
    ორი ოფიციალური ქორწინების გარდა, მაიკლის სახელს ათასობით რომანს უკავშირებდნენ. ასევე ფიქრობდნენ,რომ მას უყავრდა Diana ross, რადგან Oprah Winfery-თან ინტერვიუში მაიკლმა განაცხადა რომ ძალიან მოსწონდა ის, ასევე ამბობენ,რომ მაიკლმა ძლიერ განიცადა დაიანა როსის გათხოვება. ასევე გამორჩეული იყო მაიკლის ურთიერთობა Tatiana thumbtzen-თან,მოდელთან რომელიც მის კლიპში The way you make me feel გამოჩნდა. საყოველთაოდ ცნობილია,რომ Bad tour -ის დროს ტატიანამ სცენაზე აკოცა მას. ტატიანა ინტერვიუში ამბობს: „რამდენიმე საკონცერტო დღის განმავლობაში,ჩვენ ვიმეორებდით სცენას კლიპიდან და მე მალე მივხვდი,რომ დრო იყო ჩვენს ცეკვაში რაღაც შემეცვალა, მორიგ კონცერტზე, მაშინ როცა სცენაზე ვიყავი მასთან ერთად და უკვე კულისებში უნდა გავსულიყავი სცენიდან, მაიკლმა შემომხედა,ძალიან სექსუალური მოძრაობა გააკეთა და ისე მიყურებდა თითქოს მეუბნებოდა:მაჩვენე რა შეგიძლიაო. მეორე წუთში მე უკვე მას ვკოცნიდი,მაიკლს კი ხელები ჩემს თეძოზე ჰქონდა შემოხვეული, თუმცა ვერ ვხვდები რატომ არაფერი გამოვიდა ჩვენი ურთიერთობიდან,ძალიან მწყდება ამის გამო გული, ჩემი აზრით ბევრი იყო ისეთი ადამიანი ვისა

    კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1351 | დაამატა: anuki_193 | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    ძებნა